ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 8 მაისს გაიმართება

13 აპრილი 2022, 10:10 410 ნახვა

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას 8 მაისს გეგმავენ. უახლოეს ორ დღეში კი იგეგმება 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი მიიღებენ. წინასწარი მონაცემებით, გაგლოევმა ხმების 36,9% მიიღო, ბიბილოვი კი ხმების 33,5%-ს აგროვებს. ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობამ 82,07% შეადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი