საქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

13 აპრილი 2022, 10:53 909 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 862 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 933, „პისიარ“ ტესტით – 1 929.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,71%, ბოლო შვიდი დღის – 1,43%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 235 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 632 194 გამოჯანმრთელდა, 16 781 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 868 689 აცრა, დღიურად აცრილია 1 063.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი