 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ხანძარია ქობულეთში, ცეცხლი ისპანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული. ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            