თაღლითობა თუ ძალადობა - პატიმრის ოჯახის აქცია 

11 აპრილი 2022, 14:11 2766 ნახვა

ჯიმშერ კურცხალიძის გათავისუფლების მოთხოვნით ტრანსფარანტებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან უფლებადამცველები და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ბათუმელი გიდის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. როგორც დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას.

უფრო მეტიც, ადვოკატი ირწმუნება, რომ რუსი ტურისტები ხშირად საკუთარ ქვეყანაში დაზღვევის თანხის მისაღებად თაღლითური სქემით ცდილობენ დაზარალებულის სტატუსის მიღებას. ამისთვის ჯერ ნებაყოფილობით ამყარებენ სექსუალურ კავშირს ქართველ კაცებთან შემდეგ კი პოლიციას იძახებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სწორედ ამ სქემის მსხვერპლია ჯიმშერ კურცხალიძეც, რომლის სასამართლო პროცესიც თვეებია გრძელდება. მათ  შორის ერთ-ერთი სხდომა დღესაა ჩანიშნული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი