„ბუჩა მიუღებელია 21-ე საუკუნეში, კრამატორსკი მიუღებელია 21-ე საუკუნეში, ამან უნდა გააერთიანოს ყველა, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს მსოფლიოში“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ემ-ეს-ენ-ბი-სისთან ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი არ ცვლის სტრატეგიას, რომელიც მიმართულია მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისკენ და ეს არის ის, რამაც დასავლური სამყაროს მობილიზება უნდა გამოიწვიოს.
საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობა ბევრი სახით არის გამოხატული და სწორედ ეს არის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია.
პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა შესაძლებლობით იყოს გაკონტროლებული ყველა ელემენტი, რომელიც მოლაპარაკებებზე შეთანხმდება.