საფრანგეთის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატების ნაწილი მეორე ტურში მხარს მაკრონს დაუჭერს. გუშინ ჩატარებულ პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
შედეგების 99%-ის შეჯამების მიხედვით, 27.6%-ით პირველ ადგილზეა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ლიბერალი ემანუელ მაკრონი და მეორეზე - 23.4%-ით, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი. მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.
ლიბერალი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ წინა, 2017 წლის არჩევნების დროსაც.
მეორე ტურში მაკრონმა ხმების 66% მიიღო, ხოლო ლე პენმა - 33%.