მსურს, მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია - პრემიერი

11 აპრილი 2022, 11:30 1187 ნახვა

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „მწვანე პასპორტის“ გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი  იყო.

"უნდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც „ომიკრონმა“ ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ ,,მწვანე პასპორტები'', რადგან აზრს კარგავდა ის. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია.

დღეს 107 შემთხვევა იყო და პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პრობლემა, კრიზისი გადალახულია. მოგეხსენებათ, მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, ნიღბის ტარება საჯარო, გარე სივრცეებში. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი მოიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი.

„დღეისათვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი, რითაც ქვეყანაში პანდემია იზომება. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. ასევე ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელია საკმაოდ შემცირებული და ვფიქრობ, ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი