საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, გარდაიცვალა კიდევ 6.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 489 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 743, „პისიარ“-ტესტით – 1 746.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1.95%, ბოლო 14 დღის – 1.94%, ბოლო 7 დღის – 1.65%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი - 4, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 577 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 715 გამოჯანმრთელდა, 16 777 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 865 985 აცრა, დღიურად აცრილია 141.