9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაღუპული გმირები გაიხსენეს, უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო ფოტოქრონიკის ჩვენება,ისაუბრეს ისტორიული დღის მნიშვნელობაზე, პარალელი გაავლეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.
სტუდენტებმა, საქართველოს ჰიმნთან ერთად, უკრაინული მუსიკალური ნომერი შეასრულეს, მემორიალი ტიტებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
ღონისძიების ფარგლებში , სპეციალურად 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.