საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, ვეტერან მოჭიდავეს, აჭარის ვეტერან სპორტსმენთა კავშირის თავმჯდომარეს ანრი ქავთარაძეს 2022 წლის 8 აპრილს 85 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ ანრი ქავთარაძეს სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ანრი ქავთარაძეს დიდი წვლილი მიუძღვის აჭარაში ჭიდაობის სახეობისა და ვეტერანთა სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.