აპრილში უმაღლესი საბჭო ორ მინისტრს მოუსმენს

08 აპრილი 2022, 14:31 772 ნახვა

აპრილში აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრებს მოუსმენენ. მანამ კი კომიტეტებში აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ანგარიშის გასაცნობად  კომიტეტებს ვადა 10 მაისამდე მიეცათ, წამყვან  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს კი ანგარიშზე დასკვნისა და საკითხის სესიისთვის მოსამზადებლად დრო 13 მაისის ჩათვლით აქვს.

აჭარის გასული წლის ბიუჯეტის გარდა დეპუტატებმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის კანონპროექტზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესს შეეხება. 

სხდომას ესწრებოდა ოპოზიციონერი დეპუტატი გია აბულაძე. მან ბიუროს წევრებს კიდევ ერთხელ სთხოვა ოპოზიციის მიერ  მომზადებული  უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პლენარულ სხდომაზე გატანა.

მხარდაჭერა არა, მაგრამ დაპირება მიიღო, რომ ოპოზიციის ინიცირებული დოკუმენტის ბედს მომავალ ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი