სტეფანჩუკმა ყველა პარლამენტარს, მათ შორის შალვა პაპუაშვილს მიმართა, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ დანაშაული - ანდრეი კასიანოვი

08 აპრილი 2022, 14:03 903 ნახვა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა“, – განაცხადა კასიანოვმა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი