ფრაქცია ”ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ პროექტს, საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს - ამის შესახებ გადაწყვეტილება, დღეს ელენე ხოშტარიამ გაახმოვანა. რეზოლუცია 12-პუნქტისგან შედგება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. მასზე მსჯელობა, დღეს, მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს, ე.წ. ლარიზაციის გეგმა იყო.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            