ბათუმის საკრებულომ სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებელი გაზარდა. საკითხზე ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ დღეს იმსჯელა. მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქის ბიუჯეტი დამატებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავალს მიიღებს. განსხვავებულია სათამაშო ბიზნესში დასაქმებულების მოსაზრება. უფრო მეტიც, მათი ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ გაზრდილი გადასახადის ხარჯზე, შესაძლოა, თანამშრომელთა მასშტაბური შემცირება დასჭირდეთ.