სატრანსპორტო კონფერენცია და ფოთის პორტი

06 აპრილი 2022, 19:41 1652 ნახვა

შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენციის “ეიპიემ ტერმინალი ფოთი“ მასპინძლობს. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები მონაწილეობენ. თემატურ პანელებზე დისკუსიების პარალელურად გაიმართა გამოფენა, რომელზეც კომპანიებმა საკუთარი სერვისების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. დისკუსიის თემაა გლობალური და რეგიონული გამოწვევები, ვაჭრობა, ინვესტიციები.  სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო, სატვირთო გადაზიდვების კუთხით კონფიგურაცია იცვლება და მათ შორის საქართველოც ახალი გამოწვევების წინაშეა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი