ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა - რუსეთის პარლამენტის სპიკერი

06 აპრილი 2022, 14:28 1567 ნახვა

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩისლავ ვოლოდინი ავრცელებს.

ვოლოდინმა დეპუტატის გარდაცვალების შესახებ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, კოლეგებმა ჟირინოვსკის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჟირინოვსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი