საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 540 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, „პისიარ“-ტესტით – 2 528.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,11%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 39, შიდა ქართლი - 28, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი -23, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 008 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 032 გამოჯანმრთელდა, 16 761 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 862 482 აცრა, დღიურად აცრილია 211.