მახუნცეთი-ბზუბზუს საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს-გზების დეპარტამენტი

04 აპრილი 2022, 12:20 913 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ბზუბზუს მიმართულებით 1,5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მოეწყო საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები. ასევე მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი