ხარკოვის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა - უკრაინის პროკურატურა

04 აპრილი 2022, 10:17 1100 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა, –ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი და ტროლეიბუსების სადგომი დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ტერნოპოლზე.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების შვიდი შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი