უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ სხვა ფორმით - ირაკლი ღარიბაშვილი

03 აპრილი 2022, 15:56 962 ნახვა

„დღეს მსოფლიოში არცერთი ხელისუფალი არცერთი ქვეყნის, ხაზგასმით ვამბობ - მთავრობა არ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩაბმისკენ.პირიქით“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებმა სხვა ფორმით უნდა გამოხატონ.

„ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ბრიტანეთის, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები, ევროპის ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ განსხვავებული ფორმით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით. მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით - იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, თუ რაიმე სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული მოქალაქეების დახმარების კუთხით. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, - განმარტავს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი