მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში, რომელიც იზრუნებს ბათუმელებზე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.
„მე მქონდა მოლოდინი, რომ გუნდთან ერთად ღირსეულად გავიმარჯვებდი. ჩემი 25-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობა მაძლევდა იმის საფუძველს, რომ მეყარა კენჭი და გამემარჯვა. გუნდთან ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას. მართლა ღირსეული გამარჯვებაა და მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს. მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში, რომელიც ყოველთვის იზრუნებს ბათუმელებზე", - განმარტა ჯინჭარაძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძოდა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე. ცესკოს პირველადი შედეგებით, ჯინჭარაძემ ხმების 69% მიიღო, ფუტკარაძემ კი - 31%