როგორ მუშაობს არჩევნებზე საპილოტე რეჟიმში ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები

02 აპრილი 2022, 18:41 914 ნახვა

უკვე 10 საათია ქვეყანაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ხმის მიცემისა და დათვლისთვის ელექტრონული საშუალებები გამოიყენება, რის გამოც რამდენიმე უბანზე იყო ვერიფიკაციის პრობლემა.

89-ე უბანზე ვერიფიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით ცესკოს სპიკერმა თქვა, რომ აღნიშნულ აპარატს საუბნო საარჩევნო კომისიები პირველად იყენებენ.

მისი თქმით ყველა შესაძლო ხარვეზი წინასწარ გათვალისწინებული და დაზღვეული იყო. ვერიფიკაციის პრობლემა იყო 23-ე უბანზეც, რასაც ხმაური მოჰყვა.ვერ ხერხდებოდა ამომრჩეველთა სიის ამობეჭდვა.

რაც შეეხება სხვა ხარვეზებს: ერთით მეტი დალუქული ბიულტენი აღმოჩნდა 76-ე უბანზე ვიდრე სიაში იყო.

კომისიის წევრებს პრეტენზია ჰქონდათ ოლქის წარმომადგენელთან. 

მათი თქმით, ის მათ საქმიანობაში ერეოდა.

გამვლინდა მცირე ტექნიკური ხარვეზიც.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი