ბათუმში, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს იმ მანდატის ბედი, რომელზეც არის დამოკიდებული, რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება უმრავლესობა საკრებულოში, ასევე შედგება თუ არა 6 თვის წინ არჩეული ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა.
მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში ორი კანდიდატი იბრძვის მანდატისთვის, რომელიც, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, ვაკანტური გახდა. ბათუმში საარჩევნო უბანი დღეს, ჩვეულზე ადრე, 06:45 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი ტრადიციულად 08:00 საათზე დაიწყო.