რეფერენდუმი ცხინვალის რუსეთთან შეერთებაზე

31 მარტი 2022, 19:21 1120 ნახვა

უნდა შევიდეს თუ არა ცხინვალი რუსეთში ? ეს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობამ 10 აპრილს უნდა გადაწყვიტოს, როცა დე ფაქტო მთავრობას ე.წ. რეფერენდუმი აქვს დანიშნული. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, "რეფერენდუმი" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხეს ხედავს ოპოზიცია, სახელისუფლებო პარტია კი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმს ოკუპირებულ რეგიონებში არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში