ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს დღეს ქირით გაიყვანენ. საკითხს კი სპეციალური კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.