რუსული სამხედრო ხომალდის მისამართით გაჟღერებული ლეგენდარული ფრაზის ავტორი უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი ტყვეობიდან ჩერკასის ოლქში საკუთარ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ ჩერკასის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ იგორ ტაბურეცმა განაცხადა. კუნძულ ზმეინიდან უკრაინელი მესაზღვრე სამკერდე ნიშნით დააჯილდოვეს. 24 მარტს პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით ტყვეთა პირველი გაცვლა მოხდა. სახლში 19 მეზღვაური და 10 სამხედრო დაბრუნდა. მათ შორის იყო რომან გრიბოვიც. 24 თებერვალს რუსულმა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა კუნძულ ზმეინიზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მესაზღვრეებსა და სამხედროებს. თავდასხმამდე მტერმა არაერთხელ სცადა უკრაინელი სამხედროების დაშინება მოთხოვნით ჩაბარებულიყვნენ, თუმცა კუნძულ ზმეინის მცველებმა რუსული სამხედრო ხომალდი ცნობილი მიმართულებით გაგზავნეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 13-ვე მესაზღვრის დაღუპვის შესახებ. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ზმეინის მცველები ცოცხლები იყვნენ და ისინი რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდნენ.