„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო

29 მარტი 2022, 15:01 847 ნახვა

პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო.

უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს ორი კვირის განმავლობაში სამართლებრივი არგუმენტი წარადგინოს, რატომ არ უნდა იყოს ცვლილებები მიღებული და რატომ არ უნდა მოვიდეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

ოპოზიცია ამ ცვლილებებს  სალომე ზურაბიშვილის მიმართ მიზანმიმართულ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტს  ურჩობას არ პატიობს. ბრალდებებს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი