რომან აბრამოვიჩს და უკრაინელ სამშვიდობო მომლაპარაკებლებს სავარაუდო მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ინფორმაციას The Walls Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მათ მოწამვლის ნიშნები სწორედ კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ აღმოაჩნდათ. The Wall Street Journal-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩს და უკრაინული დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ისეთი სიმპტომები განუვითარდათ, როგორიცაა თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახისა და ხელების არეში. გამოცემის თანახმად, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აბრამოვიჩის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აბრამოვიჩი თავს ნამდვილად მოწამვლის ნიშნები, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია დელეგაციის სხვა წევრების შესხებ