თბილისის გარდა, საწვავის გაძვირებას ბათუმშიც აპროტესტებენ

27 მარტი 2022, 18:21 2092 ნახვა

მძღოლებმა საწვავის გაძვირება  გააპროტესტეს ბათუმშიც. მოთხოვნები უცვლელია - აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა. მძღოლებმა პროტესტის ნიშნად ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საწვავზე ფასი არ დაიკლებს.

ცნობისთვის, დღეს ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი უმაღლესი ხარისხის საწვავი 4 ლარია, პრემიუმი 3 ლარსა და 85 თეთრს აღწევს, რეგულარის ფასი კი 3 ლარი და 75 თეთრია. რაც შეეხება  ევრო დიზელს, მისი ფასი 4 ლარს აჭარბებს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი