უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეს ინფორმაციით, კიევში გუშინ ყველაზე მშვიდი ღამე იყო. ხმალაძე ომის დაწყებიდან მალევე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ის გვიყვება რომ საერთაშორისო ლეგიონში 30-ზე მეტი ქართველია.
მისივე ინფორმაციით რუსი ჯარისკაცები პირისპირ ბრძოლას ვერ ბედავენ და მხოლოდ არტილერიის იმედი აქვთ.
ნადიმ ხმალაძის თქმით ირპენში მყოფ ქართველებთანაც აქვთ კომუნიკაცია და აცხადებს, რომ იქაც სიმშვიდეა.