რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, ის 4 პირობა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედვედევის ინფორმაციით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში: თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით; ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ; თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზება მოხდება, ამასთან რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.