ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფელ მოხეში გიორგი მარგველაშვილის დავალებით ჩავიდა და საჯარო სკოლის მუსლიმ მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა სოფიო შამანიდს განუცხადეს, რომ დირექტორის მხრიდან მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებით დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათი დისკრიმინაციაა. სოფიო შამანიდი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორსაც შეხვდა. სკოლის მოსწავლეებმა სოფიო შამანიდთან შეხვედრის შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს, სკოლის დირექტორმა კი სოფიო შამანიდს აღუთქვა, რომ მსგავს ინციდენტებს სკოლაში ადგილი აღარ ექნება.