„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება

25 მარტი 2022, 15:01 1244 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ  მომავალ სასესიო კვირას სამივე მოსმენით მიიღებს.  

ე.წ. დაჩქარებული წესით  საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა მმართველი პარტიის უმრავლესობამ დღეს გადაწყვიტა. 

რაც შეეხება ცვლილებებს, მოქმედი რედაქციით სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

ცვლილებით კი ეს შესაძლებელი იქნება  არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი