შეხვედრები სარდლობაში

28 დეკემბერი 2016, 00:00 1772 ნახვა

ნატოს სტანდარტები და ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებებია - ეს განცხადება გენერალური შტაბის უფროსმა, დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააკეთა. გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები სენაკში, II მსუბუქ ქვეით ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, ასევე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში გამართა. ბრიგადის გენერალმა სამხედროებთან საუბრისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის ფარგლებში ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ  მტკივნეული პროცესის მიუხედავად, ოპტიმიზაციის უმთავრეს მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი