ომში დაღუპულ ქართველ გმირებს საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ. გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები პოლონეთშია დასვენებული. დაღუპულ მებრძოლებს თბილისის აეროპორტში მოქალაქეები პატივს მიაგებენ და უკრაინის და საქართველოს დროშებით დახვდებიან. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი გამოსვენება დაბომბილი მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.