უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის დელეგაციას აქვს ძალიან მკაფიო და პრინციპული პოზიცია.
„მოკლედ რომ ვთქვათ, მოლაპარაკებები მუდმივად ონლაინ რეჟიმშია და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ უკრაინულ მხარეს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიციები", - განაცხადა პოდოლიაკმა.