დაბომბილი ქალაქები უკრაინაში, განადგურებული ინფრასტრუქტურა და რუსეთის აგრესიიდან დღემდე გარდაცვლილი 121 პატარა. ქალაქის მცხოვრებლებს მიცვალებულთა დაკრძალვის უფლება არ აძლევენ რუსი სამხედროები. საოკუპაციო ძალები არ ერიდებიან მშვიდობიანი მოქალაქეებზე იერიშს. აგრესორებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა - ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ირკვევა, რომ ისინი არც საკუთარ მებრძოლებს ინდობენ. კიევთან, რუსმა ოკუპანტმა საკუთარი მეთაური, პოლკოვნიკი იური მედვედევი სამხედრო პირების გარდაცვალებაში დაადანაშაულა და მას ტანკით გადაუარა - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჟურნალისტის რომან ციმბალიუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული ძალები უკრაინაში წინ წაწევას ვერ ახერხებენ, მიუხედავად ქალაქებზე განხორციელებული მძიმე თავდასხმებისა, - აცხადებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცი.
რა შემთხვევაში შესაძლოა შეწყდეს ცეცხლი, 4 მთავარი ნაბიჯი, რომელიც დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დაასახელა