სამართალდამცველებმა უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს- დაკავებულია 3 და მხილებულია 1 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და რეგიონებში ჩაატარა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაიწყო.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.