უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემები

21 მარტი 2022, 10:05 505 ნახვა

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოში გზებზე ამ დრომდე შეზღუდვებია. მათ შორის არის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გუდაური-კობის მონაკვეთი, სადაც ტრაილერები  რამდენიმე დღეა გადაადგილებას ვერ ახერხებენ - ისინი ცენტრალურ მაგისტრალზე არიან გაჩერებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. 

მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი