„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით 7 -მა სტრუქტურამ, მათ შორის ორმა დეპარტამენტმა მიმდინარე წელს პრემიის სახით მილიონზე მეტი ლარი აიღო. რეზო ხარაზი აჭარის მთავრობას მოუწოდებს, პრემიების აღების ნაცვლად წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულონ და შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააგრძელონ. საკითხთან დაკავშირებით მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ.