თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შესაძლოა გადადგას რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება სამხედრო ექსპერტებს უჭირთ. თუმცა, ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველო მუდმივი საფრთხის ქვეშაა.
აღნიშნავენ, რომ რუსეთის რესურსები ამოწურვადია, განსაკუთრებით კი საფრენ აპარატებთან მიმართებაში, თუმცა, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა შესუსტებული თავდასხმები რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მეორე დარტყმისთვის ძალების მობილიზებასაც ემსახურებოდეს.