გამთენიისას ბათუმში რამდენიმე ავტომობილი ერთდროულად გაიძარცვა

20 მარტი 2022, 12:47 8514 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში „ტოიტა პრიუსის“ მარკის რამდენიმე ავტომობილი გატეხეს და გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ სავარაუდო მძარცველები, როგორც სათვალთვალო კამერებში ჩანს,  არასრულწლოვნები არიან. ავტომობილებს დამსხვრეული აქვს მინები, საიდანაც კარის გაღებას ცდილობდნენ.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი