უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბახვა ჩიქობავა, ის მარიუპოლში დაიღუპა.
ცნობა ქართველი მოხალისის გარდაცვალების შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. ამ დროისთვის უცნობია სხვა დეტალებიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინაში ორი ქართველი მოხალისე - გია ბერიაშვილი და დავით რატიანი მოკლეს. შეტაკება კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მიმდინარეობდა.