გოგოლის ქუჩაზე ხმაურია, მოქალაქები უკანონოდ აშენებულ კორპუსებში შესვლას და ბინების დაკანონებას ითხოვენ

18 მარტი 2022, 20:05 6214 ნახვა

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან ხმაურია.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან და წასასვლელი არსად აქვთ, რის გამოც უკანონოდ აშენებულ კორპუსებში შესახლებას და ბინების დაკანონებას ითხოვენ. 

მათივე თქმით, აღნიშნული კორპუსები თურქმა ბიზნესმენმა უკანონოდ ააშენა, რომლის დანგრევასაც შესაბამისი უწყებები გეგმავენ, მათი მოთხოვნაა არ დაანგრიონ არსებული კორპუსები და იქ უსახლკაროები შეასახლონ.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობა სააპალაციო სასამართლომ შეაჩერა.  ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კი გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის კომპანია კომპანია ''მეტრო ჰოლდინგი" 39-ჯერ დაჯარიმდა, მაგრამ მშენებლობა მაინც არ შეჩერებულა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი