რეფორმები შეიარაღებულ ჯარებში

27 დეკემბერი 2016, 00:00 1380 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედროებს  შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ცვლილებები გააცნო და განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია  ძირითადად უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება. ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება, გამოთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება. რეფორმის უმთავრეს მიზანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება წარმოადგენს. გენერალური შტაბის უფროსი, ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონსაც ესტუმრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი