კიევში საცხოვრებელი კვარტალი დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს პოდოლსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები.
არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 5 სართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა 12 პირი გადაარჩინეს, ევაკუირებულია 98, დაშავებულია 4, გარდაიცვალა 1 ადამიანი.
ამ დროისთვის ზუსტდება კორპუსებზე მიყენებული ზარალისა და დაშავებულთა რაოდენობა.
გუშინ, კიევში რუსული რაკეტის ნაწილები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა რასაც ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.