უკრაინაში ომის მე-4 კვირა დაიწყო და ადამიანები ისევ იღუპებიან. ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ჩეჩენი მებრძოლები, ე.წ კადიროველები მარიუპოლის შტურმში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ცხელი წერტილი ახლა სწორედ მარიუპოლია, სადაც რუსმა ოკუპანტებმა თეატრი დაბომბეს, საიდანაც დღეს, 130 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. რუსეთი იზოლაციაში, რუსულ ოკუპაციაზე განცხადებებიც ვრცელია და მოწოდებებიც, რომ შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.