შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, ვიპოვით ყველას და დავსჯით - კადიროვი 

17 მარტი 2022, 11:53 7095 ნახვა

რამზან კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს აფრთხილებს უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების "გატაცება" შეწყვიტონ. იგი უკრაინას ჩეჩნების გატაცებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ რამზან კადიროვი ვიდეომიმართვას ტელეგრამის გვერდზე ავრცელებს.

ჩეჩნეთის მეთაური აცხადებს, რომ დაისჯება ყველა ვინც დანაშაულში გარეულია.

"მივმართავ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, რომლების დანაშაული მხოლოდ მათ ეროვნებაშია.

მე თქვენ გარწმუნებთ, რომ უწყებების ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ვიპოვით ყველას, ვინც კავშირშია ამ ნაცისტურ ქმედებებთან და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული.

ეს ეხება როგორც შემსრულებლებს, ასევე იმათაც, ვინც იცის გატაცებულების ადგილსამყოფელი, თუმცა დუმილს ამჯობინებს.

სანამ გვიანი არ არის, გაუშვით უდანაშაულოები," - განაცხადა რამზან კადიროვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი