თუ უკრაინა თავის დასაცავად საკმარის იარაღს მიიღებს,  მაშინ რუსეთი სერიოზულ დათმობებზე წავა - დმიტრო კულება 

17 მარტი 2022, 10:24 1120 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის პოზიციას მოლაპარაკებებში მთელი რიგი ფაქტორები განსაზღვრავს. პირველი არის უკრაინის არმიისა და უკრაინელი ხალხის სასტიკი წინააღმდეგობა ადგილზე; მეორე არის სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ.

Financial Times წერს, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.  გამოცემის ცნობით, რუსეთი თანახმაა ცეცხლი შეწყვიტოს და რუსული ჯარები გაიყვანოს თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება შეზღუდოს თავისი შეიარაღება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ უკრაინა მიიღებს საკმარის იარაღს თავის დასაცავად,  მაშინ რუსეთი სერიოზულ დათმობებზე წავა. ამ განცხადების პარალელურად კი ამერიკული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას ე.წ კამიკაძე, თვითმკვლელ დრონებს გადასცემს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი