უკვე ერთი კვირაა რეგიონის ოთხივე მინისტრის მოადგილეები გათავისუფლებულები არიან. ამ დრომდე მათ უმრავლესობას შეთავაზება არ მიუღია. სოფლის მეურნეობის მინისტრი ერთადერთია, რომელმაც ძველი შემადგენლობიდან ორ მოადგილეს თანამდებობები შეუნარჩუნა.მიმდინარე და მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარები უკვე გაკეთდა. გამომდინარე აქედან ჯერ კიდევ უცნობია, ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას და იქნებიან თუ არა ახალი სახეები რეგიონის მთავრობაში. მთავარისთვის ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მოადგილე, უფრო ადრე კი აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი შესაძლოა სახელმწიფო უწყებაში ვეღარ ვიხილოთ, ნათია სირაბიძემ დღეს მისი სავარაუდო შემცვლელიც დაასახელა.